„დინამოდან“ პირადი პრობლემების გამო წასული მონხილი ინდოეთში ითამაშებს #1TVSPORT
„დინამოდან“ პირადი პრობლემების გამო წასული მონხილი ინდოეთში ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისიდან“ წასული ვიქტორ მონხილი ინდოეთის კლუბში ჩაირიცხა, ესპანელი მცველი კარიერას „ოდიშაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

29 წლის ვიქტორ მონხილი „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა და ჩემპიონობის მოპოვებაში დიდი როლი შეიტანა. 2020 წლის დასაწყისში ინდოეთში პირველად წავიდა და კალკუტას „დინამოში“ ჩაირიცხა, სადაც ინდოეთის ჩემპიონი გახდა და 2020 წლის ზაფხულში თბილისურ კლუბს დაუბრუნდა.

ესპანელმა მცველმა „დინამოს“ ფორმა ეროვნულ ლიგაში სულ 49-ჯერ მოირგო და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრამდე „დინამო თბილისი“ დატოვა და გუნდსა და ფეხბურთელებს შორის არსებული კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.

მისი წასვლა ევროთასებამდე გუნდისთვის დანაკლისი იყო. თავად ვიქტორ მონხილმა გუნდიდან წასვლა პირადი პრობლემებით ახსნა. ცხადია, ინდოეთში ბევრად უკეთესი პირობების გამო წავიდა – იქ ლეგიონერების ხელფასები 5-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს.