„დინამოდან“ „ბორდოში“ - თბილისური კლუბი ფრაგმა მცველმაც დატოვა
„დინამოდან“ „ბორდოში“ - თბილისური კლუბი ფრაგმა მცველმაც დატოვა

ლევან შენგელიასთან ერთად, თბილისის „დინამო“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე აბდელ მეჯუბმაც დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით „დინამომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 22 წლის მცველი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში, „ბორდოში“ გააგრძელებს.

„გუნდი იჯარით მყოფმა ფრანგმა ლეგიონერმა აბდელ მეჯუბიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. იგი კარიერას ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელებს. თბილისის „დინამო“ ფეხბურთელს მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

აბდულ მეჯუბი თბილისის „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე იანვარში შეუერთდა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე (ალჟირი, საფრანგეთი) 22 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა ესპანურ „კასერენიოში“ დაიწყო, შემდეგ „დონ ბენიტოში“ გამოდიოდა, საქართველომდე კი „გრანადაში“ გამოდიოდა. 2018 წლის სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი „დინამოში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში დამატებული მოთამაშეებიდან გუნდი ასევე დატოვეს ესპანელმა სერხიო ნოჩემ, არგენტინელმა ანტონიო როხანომ და 26 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ფრან კარბიამ. გუნდში ჩისკო მუნიოსის მოყვანილი ლეგიონერებიდან მხოლოდ ორი ესპანელი ლეგიონერი დარჩა – მეკარე ხოსე პერალესი და მცველი ვიქტორ მონხილი.