„დინამო“ „ვოლუნტართან“ დამარცხდა
„დინამო“ „ვოლუნტართან“ დამარცხდა

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონის მეტოქე „ვოლუნტარი” იყო. რუმინული უმაღლესი ლიგის გუნდი პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა – ანგარიში „ვოლუნტარის“ ახალწვეულმა, არგენტინელმა ნახევარმცველმა ნიკოლას გორობსოვმა გახსნა, მეორედ კი „დინამოს“ კარი ტატამ აიღო. პირველი ტაიმის მიწურულს დავით კობოურმა სხვაობა შეამცირა და ტაიმი რუმინელთა გამარჯვებით დასრულდა 1:2.

მეორე ნახევარში ერიკ დე ოლივეირა პერეირამ „დინამოს“ მესამედაც გაუტანა. თბილისელთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი „ვოლუნტარის” გამარჯვებით დასრულდა – 1:3.

„დინამო“: მიგინეიშვილი, იაშვილი, ჩუკოვიჩი, ჯანგიძე, კობოური, პაპავა, კუხიანიძე, პაპავა, კამარა, მჭედლიძე, ბაბუნაძე.