„დინამო“ „ვოლუნტარს“ შეხვდება

15:14, 18.01.2020

თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ შეხვედრას 18 იანვარს გამართავს. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე რუმინული უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი „ვოლუნტარი” იქნება.

გუნდი 2010 წელს დაარსდა, ხოლო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2015/16 სეზონში ჰქონდა. „ვოლუნტარი” ანგელ იორდანსეკუს სახელობის სტადიონზე (4 600 მაყურებელს იტევს) თამაშობს.

„ვოლუნტარისთვის” ტიტულოვანი 2016/17 სეზონი გამოდგა, როდესაც ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, პენალტების სერიაში „ასტრა” დაამარცხეს და პირველი ტიტული მოიპოვეს. მალევე არუმინეთის სუპერთსსც დაეუფლდნენ, სადაც კონსტანცას „ვიტორულს” 1:0 სძლიეს .

რუმინელები თურქეთში შეკრებაზე 12 იანვრიდან იმყოფებიან და 15 იანვარს პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახურ „ოკჟეტპესთან” 1:1 დაასრულეს.

მსგავსი