„დინამო“ უელსში მსოფლიოს უძველეს სტადიონზე ითამაშებს - თბილისელებს ევროპალიგაზე ლუქსემბურგელები განსჯიან
„დინამო“ უელსში მსოფლიოს უძველეს სტადიონზე ითამაშებს - თბილისელებს ევროპალიგაზე ლუქსემბურგელები განსჯიან

17 სექტემბერს „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას უელსურ „ქონას ქეი ნომედსთან“ გამართავს. მატჩი რექსემში, „რეისკურს გრაუნდზე“ შედგება, რომელიც არა მხოლოდ უელსის, არამედ, მსოფლიო ფეხბურთშიც ისტორიულ არენად მიიჩნევა.

რეისკურს გრაუნდის“ 10 700 გულშემატკივარზეა გათვლილი და პერიოდულად სანაკრებო შეხვედრებიც იმართება. სტადიონს ასევე რაგბი ლიგის გუნდები იყენებენ. ადრეულ წლებში კი კრიკეტი და ჯირითი იმართებოდა. „რეისკურს გრაუნდი“ საერთაშორისო მატჩების მასპინძელ მსოფლიოში უძველეს სტადიონად ითვლება. 1807 წელს გახსნილმა არენამ პირველად საფეხბურთო მატჩს 1864 წელს უმასპინძლა. უელსის ნაკრებმა პირველად 1877 წელს ითამაშა და ყველაზე მეტი მატჩი სწორედ რექსემში აქვთ გამართული. 2014 წელს არენის რეკონსტრუქცია მოხდა და უეფას მე -3 კატეგორია და საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება მიიღო.

„ქონას ქი ნომედსთან” შეხვედრას ლუქსემბურგელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 35 წლის ალან დურიე გახლავთ. მას ასისტენტობას ჟილ ფრანსუა ბეკერი და ჟოაკიმ და სილვა გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი რიკარდო მორისი იქნება.

დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართეს. დღეს კი გუნდი უელსისკენ აიღებს გეზს. თბილისური კლუბსი პრესსამსახურის ცნობით, დიდი ალბათობით, „დინამოს“ გვერდი გულშემატკივრებს შეხვედრის ლაივსტრიმს შესთავაზებს.