„დინამო“ - თურქეთში, კაპლიენკო - სამშობლოში, „ლეგანესის“ თავდამსხმელი - სინჯებზე
„დინამო“ - თურქეთში, კაპლიენკო - სამშობლოში, „ლეგანესის“ თავდამსხმელი - სინჯებზე
„დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა – გუნდი სასტუმროში დაბინავდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშეს.
 
თბილისური კლუბის ცნობით, სენეგალელი ნახევარმცველი არფან დაფე გუნდს ორიოდე დღეში შეუერთდება, ხოლო განელი თავდამსხმელი კვამე კარიკარი ტრავმის გამო შეკრებას დროებით გამოეთიშა. ცნობილი გახდა, რომ გუნდი უკრაინელმა მცველმა, ოლექსანდრ კაპლიენკომ დატოვა და სამოშბლოში დაბრუნდა.
„დინამოში“ ორი მოთამაშე სინჯებზეა: ერთი მათგანი თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანია, რომელიც სამი წლის წინ ესპანეთში, „ლეგანესის“ ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. გუნდში ვარჯიშობს დავით მუჯირი-უმცროსიც, რომელიც „ვიტ ჯორჯიადან“ წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ იყო. 18 იანვრიდან დინამოელები ტესტ-მატჩებს გამართავენ.
კახა ჩხეტიანმა „დინამო“ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით წაიყვანა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე
მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცია, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, თამაზ ბაბუნაძე, თორნიკე ახვლედიანი (სინჯებზე), დავით მუჯირი (სინჯებზე).