„დინამო თბილისში“ ფრანგი ნახევარმცველი ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისში“ ფრანგი ნახევარმცველი ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი „დინამო თბილისში“ ითამაშებს – 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დომენიკ საიმონი „დინამოს“ სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას“, – წერს „დინამოს“ ვებგვერდი.

საიმონი „ობერვილერსის“ აღზრდილია. თამაშობდა ესპანურ „ნავაროში“, ბოლო ორი წელი კი ესტონური „პაიდეს“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.

ფრანგი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.