„დინამო თბილისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ლომთაძე თბილისურ გუნდს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
„დინამოს“ ცნობით, ახალწვეულმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ბოლოს ისრაელის „ბნეი იეჰუდაში“ თამაშობდა, თუმცა, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარეებს შორის კონტრაქტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნაადრევად შეწყდა.
ლომთაძისთვის „დინამო თბილისი“ უცხო არაა – ის კლუბის აკადემიის აღზრდილია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი იყო. ამასთან, ლომთაძე სხვადასხვა დროს „გაგრის“, „სამტრედიის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „დინამოში“ მატჩი უკვე ჩაატარა – ის მოედანზე სომხურ „ურარტუსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა.