„დინამო თბილისმა“ თურქეთის სუპერლიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ თურქეთის სუპერლიგის გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება სუპერლიგის მეცხრეადგილოსანრიზესპორთან“ ამხანაგური შეხვედრით დაიწყო და ძლიერი მეტოქე 3:1 დაამარცხა.

თბილისელებმა ვასილიოს გორდეზიანის გოლით ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ტაიმის ბოლოს კი ირაკლი იაკობიძემ თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

რიზესპორმა“ შესვენების შემდეგ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90-ე წუთზე გიორგი ლომთაძემ მესამე ბურთი გაიტანა და „დინამომ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

რიზესპორი“ – „დინამო თბილისი“ 1:3

გოლები: 0:1 გორდეზიანი (10). 0:2 იაკობიძე (44). 1:2 ოლავოინი (65). 1-3 ლომთაძე (90)

„დინამოს“ ძირითადი შემადგენლობა: სიკაჩი, სადღობელაშვილი, იაკობიძე, ასუნსეუ, პოტალოვი, ბერელიძე, კანკავა, წულაია, მორჩილაძე, გორდეზიანი, ოდიკაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, შათირიშვილი, ხარებაშვილი, შაშიაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, ლომთაძე, სალია, ოსეი, დიაკონიძე, ადრიანი, ვაწაძე.

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრას 12 ივლისს „ტრაბზონსპორთან“ გამართავს.