„დინამო თბილისმა“ „ტრაბზონსპორთან“ ფრედ ითამაშა და თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „ტრაბზონსპორთან“ ფრედ ითამაშა და თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქეთში ამხანაგური მატჩი გამართა „ტრაბზონსპორთან“, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

მხარეების შეთანხმებით, შეხვედრა დახურული იყო და მისი დეტალები უცნობია. თუმცა შევიტყვეთ, რომ გოლები პირველ ტაიმში გავიდა – ანგარიში დინამოელმა ვასილიოს გორდეზიანმა გახსნა, „ტრაბზონსპორიდან“ კი თავი პენალტით ავსტრიელმა ნახევარმცველმა, მოჰამედ ჩამმა გამოიჩინა.

ეს თბილისელებისთვის თურქულ შეკრებაზე გამართული მეორე ამხანაგური მატჩი იყო. პირველი „დინამომ“ 8 ივლისს „რიზესპორთან“ გამართა და 3:1 მოიგო. ლადო კაკაშვილის გუნდმა შეკრება ისე დაასრულა, რომ თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან თამაში არ წაუგია.

ამით „დინამოს“ შეკრება დასრულდა და გუნდი საქართველოში დაბრუნდება, სადაც 19 ივლისს საქართველოს თასზე „სამტრედიას“ ესტუმრება, ხოლო ეროვნულ ლიგაში სეზონს 2 აგვისტოს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩით განაახლებს.

„დინამო“ (თბილისი): ლორია, სადღობელაშვილი, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ფეიქრიშვილი, ნინუა, წულაია, ლომთაძე, გორდეზინი, ოსეი.
შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, შაშიაშვილი, ბერელიძე, კანკავა, პოტალოვი, მორჩილაძე, სალია, ოდიკაძე, დიაკონიძე, სირაძე, ვაწაძე.