„დინამო თბილისმა“ „თელავთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „თელავთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ კვლავ არადამაჯერებლად გამოიყურება. ანდრეს კარასკოს გუნდმა ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „თელავს“ უმასპინძლა და საგოლე მომენტების სიმრავლის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

„დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში 4 რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ „თელავის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლევან თანდილაშვილი საიმედოდ გამოიყურებოდა.

76-ე წუთზე „თელავის“ ნახევარმცველმა რუსტამ ხალნაზაროვმა გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიზე ეპიზოდის გამეორებისას ხელით თამაში დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და „დინამო თბილისი“ 11 ტურის შემდეგ 13 ქულით მისთვის უჩვეულო მე-6 ადგილზეა, ხოლო „თელავი„ მე-7 პოზიციას იკავებს.