„დინამო თბილისმა“ შეკრებაზე შვეიცარიული კლუბი დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ შეკრებაზე შვეიცარიული კლუბი დაამარცხა #1TVSPORT

პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ მესამე ამხანაგური მატჩი „კრინსთან“ გამართა და შვეიცარიული გუნდი 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში მატჩის გმირი თორნიკე მორჩილაძე გახდა, რომელმაც 70-ე და 74-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. პირველი გოლი ნოდარ ლომინაძის აქტიურობას და მის მიერ მოპოვებულ პენალტს მოჰყვა, ხოლო მეორე ბურთი მორჩილაძემ სოლო რეიდის შედეგად გაიტანა.

„დინამოს“ ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და 4 თებერვლიდან შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ. დედაქალაქელები კიდევ გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, მეტოქეთა შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით დაზუსტდება.


დინამო – კრინსი 2:0


„დინამო თბილისი“: მაქაცარია, სადღობელაშვილი, გობეშია, იაკობიძე, პაშკო, წულაია, ბერელიძე, ლომინაძე, ჩიქოვანი, ოვუსუ, ვაწაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, გოცირიძე, კანკავა, ადრიან სეზარი.