„დინამო თბილისმა“ შეკრებაზე პლოვდივის „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ შეკრებაზე პლოვდივის „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის პლოვდივის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

1926 წელს დაარსებული პლოვდივის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული (2004), ბულგარეთის თასისა (2019, 2020) და სუპერთასის მფლობელია (2004, 2020). მიმდინარე ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

„დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ გზები 2019 წელსაც თურქულ შეკრებაზე გადაიკვეთა. 28 იანვარს გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. ამჯერად კი თბილისელებმა დამაჯერებლად მოიგეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 71-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა შორეული დარტყმით გახსნა. 89-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბულგარელთა კარი ზუსტი თავური დარტყმით საბა ხვადაგიანმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „დინამო თბილისის“ სასარგებლოდ.