„დინამო თბილისმა“ პორტუგალიური შეკრება მოგებით დაასრულა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ პორტუგალიური შეკრება მოგებით დაასრულა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ პორტუგალიაში შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ადგილობრივ „პორტიმონენსესთან“ გამართა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში პორტუგალიელებმა 23-ე წუთზე ექტორ ეველის გოლით გახსნეს. „დინამომ“ უპირატესობა შედეგში მეორე ტაიმში ასახა. მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ნიკოლოზ უგრეხელიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯევბის გოლი კი, 84-ე წუთზე კუთხურის მოწოდების შემდეგ მათე ვაწაძემ გაიტანა – 2:1.

„დინამო“ – „პორტიმონენსე“ 2:1

დინამო: სიკაჩი, გვასალია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, წულაია, კანკავა, ლომინაძე, მორჩილაძე, ოვუსუ, გოცირიძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: აფციაური, ვაწაძე, ბუბუტეიშვილი, სადღობელაშვილი, პოტალოვი, იაკობიძე, ბაგრატიონი, არტური, ბერელიძე, ადრიან სეზარი.

ლადო კაკაშვილის გუნდმა პორტუგალიური შეკრება დაასრულა, სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მოახლოებული სეზონისთვის მზადებას დიღომში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის პირველ ტურს „დინამო თბილისი“ სტუმრად 2 მარტს გამართავს და ბათუმში ადგილობრივ „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დინამოელებმა პორტუგალიაში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს:

„დინამო“ – „დალას“ (აშშ) 0:2

„დინამო“ – „სპორტინგი B“ (პორტუგალია) 0:1

„დინამო“ – „კოვილია“ (პორტუგალია) 0:2

„დინამო“„კრიენსი“ (შვეიცარია) 2:0

„დინამო“ – „პორტიმონენსე“ (პორტუგალია) 2:1