„დინამო თბილისმა“ პირველ არხთან დაადასტურა - ჩვენი სურვილის მიუხედავად, ჩისკომ გუნდი დატოვა
„დინამო თბილისმა“ პირველ არხთან დაადასტურა - ჩვენი სურვილის მიუხედავად, ჩისკომ გუნდი დატოვა

„დინამო თბილისმა“ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ გუნდის ხელმძღვანელობის სურვილის მიუხედავად, ჩისკო მუნიოსმა „დინამო“ დატოვა.

როგორც გვითხრეს, „დინამოს“ ადმინისტრაციისთვისაც დიდი სიურპრიზი გამოდგა ჩისკოს გადაწყვეტილება, რომელიც მან გუნდის ხელმძღვანელობას სეზონის დასრულების შემდეგ აცნობა. ესპანელს „დინამოს“ დატოვება სურდა.

„ჩვენთვის მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ წასულიყო. დეტალებს ორშაბათს ვიტყვით. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, დროა საჭირო, რომ შევარჩიოთ და წარვადგინოთ“, – გვითხრეს „დინამოში“.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი წელს მეორე ჩაიბარა – ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ალბანურ „ტირანასთან“ საშინაო წაგების (0:2) შემდეგ.

გულშემატკივარმა მიიჩნია, რომ გუნდის მეპატრონე რომან ფიფიამ ესპანელი მწვრთნელი გაუშვა. მან თბილისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მაინც დატოვა.

ჩისკომ, რომელმაც გუნდში ჩემპიონობამდე ზედიზედ ორჯერ, 2019 და 2020 წლებში მიიყვანა, ესპანეთში დაბრუნება თავად გადაწყვიტა. როგორც შევიტყვეთ, ჩისკო მუნიოსს საკმაოდ ცნობილ გუნდში მუშაობა შესთავაზეს.

მის შემცვლელ ყველაზე რეალურ კანდიდატად გიორგი ნემსაძე მოიაზრება. უფრო სწორედ, დიდი ალბათობით, თბილისელთა ახალი მწვრთნელი სწორედ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი იქნება.