„დინამო თბილისმა“ ორი მატჩის ჯამში „მონდორფი“ დაამარცხა და კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

23:48, 16.07.2026

„დინამო თბილისი“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფს“ შინ დაუზავდა (1:1) და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო, საპასუხო მატჩში ლუქსემბურგელებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიამ მოედანზე 16 წლის თორნიკე კვარაცხელია შეიყვანა, რომელმაც „დინამოს“ შეტევები გაამწვავა, 63-ე წუთზე კი პენალტი მოიპოვა, რომელიც ალგასიმ ბამ ვერ გამოიყენა – ბურთი „მონდორფის“ მეკარემ მოიგერია.

86-ე წუთზე ლუქსემბურგელების კუთხური კლემენტ კუწურიემ თავური დარტყმით დააგვირგვინა და „მონდორფი“ წინ გაიყვანა, ხოლო ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

109-ე წუთზე „დინამომ“ კიდევ ერთი პენალტი მოიპოვა, რომელიც ნიკა ნინუამ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე ლიეტუვის „ჟალგირისი“ იქნება.

მსგავსი