„დინამო თბილისმა“ ოდიკაძეს, რომელმაც კარიერა დაასრულა, სიმბოლურად მაისური გადასცა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ოდიკაძეს, რომელმაც კარიერა დაასრულა, სიმბოლურად მაისური გადასცა #1TVSPORT

დავით ოდიკაძეს, რომელმაც კარიერა დაასრულა, მადლობა „დინამო თბილისმა“ გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ეს ეროვნული ლიგაში მე-8 ტურის მატჩში მოხდა, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართა – „დინამო თბილისისა“ და „სამტრედიას“ მატჩის შესვენებისას „დინამოს“ გუნდის უფროსმა გია ჯიშკარიანმა გუნდის ყოფილ კაპიტანს, დავით ოდიკაძეს სიმბოლურად გადასცა 149-ნომრიანი მაისური გადასცა – 39 წლის ფეხბურთელმა თბილისური გუნდის ფორმით ზუსტად ამდენი მატჩი ჩაატარა.

დავით ოდიკაძემ კარიერა 6 აპრილს დაასრულა – ვეტერანი ქართველი მოთამაშე ფეხბურთიდან ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურში გააცილეს, როდესაც ოდიკაძის ბოლო კლუბი თბილისის „შევარდენი 1906“ ივანწმინდას სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურას“ ესტუმრა, სადაც წლები გამოდიოდა და კაპიტნობდა – როგორც საჩხერელები უწოდებენ, ის გუნდის „ლეგენდარული კაპიტანი იყო“.

39 წლის დავით ოდიკაძე 40 წლის 14 აპრილს გახდება. მის 25-წლიან კარიერაში, რომელიც 1996 წელს „სტუ-თბილისში“ დაიწყო, „დინამო თბილისს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამტრედიას „იბერიას“, ლანჩხუთის „გურიას“, ფოთის „კოლხეთისა“ და „თბილისის“ შემდეგ „დინამო თბილისში“ მიიწვიეს, სადაც 2004–2008 და 2011–2013 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანი გახლდათ. ამ პერიოდში მიიწვიეს საქართველოს ნაკრებში, რომლის ფორმითაც 14 მატჩი ჩაატარა.

ოდიკაძე 2018 წლიდან „შევარდენში“ თამაშობდა და გუნდს მეოთხედან რანგით მეორე ლიგაში გადასვლაში დაეხმარა. 2020 წლის ბოლოდან მოთამაშე-მწვრთნელი გახდა.