„დინამო თბილისმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე მატჩი წააგო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე მატჩი წააგო #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ და „თელავი“, რომლებიც ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ – მატჩი თელაველების გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

ეს განახლებული „თელავისთვის“ პირველი ტესტმატჩი იყო. პირველი გოლი „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა, დავით სხირტლაძემ გაიტანა. თუმცა, პირველივე ტაიმში ელდარ პარკინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში კი „დინამოს“ ტატო ჟივიძის პასით, „თელავში“ სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმა გაუტანა.

„თელავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ვასილენკომ თავის გამოჩენის შანსი მის განკარგულებაში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ითამაშეს გასული სეზონის შემადგენლობიდან დარჩენილმა ფეხბურთელებმა, ახალწვეულებმა და სინჯებზე მყოფმა მოთამაშეებმაც.

„დინამო თბილისმა“ მოსამზადებელ შეკრებაზე უკვე მეორე მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ, მეორედაც დამარცხდა – პირველ შეხვედრაში ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის „ლოკომოტივთან“ 0:2 წააგო.

„დინამო თბილისმა“, ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორია, მაისურაძე, სალუქვაძე, კობოური, კიკი ლოპესი, აფციაური, ხარებაშვილი, ტევისი, ოსიყმაშვილი, კვერენჩხილაძე, სხირტლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, მეფარიშვილი, უგრეხელიძე, ბერელიძე, ლომთაძე, ლომინაძე, გვასალია, სალია.