„დინამო თბილისმა“ მეკარე დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ მეკარე დაიმატა #1TVSPORT

„დინამო თბილისს“ ბელარუსის ნაკრებში ნათამაშები მეკარე, ანტონ ჩიჩკანი შეუერთდა, რომელიც ბოლოს რუსულ კლუბ „უფაში“ ირიცხებოდა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელევბს.

„დინამო თბილისის“ რიგებს ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი შეუერთდა, იგი ჩვენი კლუბის შემადგენლობაში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულება დამატებით ერთწლიან პერიოდსაც მოიცავს“, – წერია „დინამოს“ განცახდებაში.

დინამომდე“ ანტონ ჩიჩკანის ბოლო კლუბი „უფა“ გახლდათ, მანამდე კი, იგი ბორისოვის „ბატესა“ და „სმოლევიჩის“ ღირსებას იცავდა. ჩიჩკანი სამჯერაა ბელარუსის ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი, ერთხელ კი სუპერთასის გამარჯვებული.

​რაც შეეხება ჩვენი ახალწვეულის სანაკრებო კარიერას, ანტონ ჩიჩკანს ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული გუნდში კი – ერთი.

საკლუბო კარიერა

​სმოლევიჩი (2016) – 16 მატჩი

ბატე (2017-21) – 77 მატჩი

​უფა (2022) – 6 მატჩი

„ვიცი, რომ „დინამო“ საქართველოს ყველაზე დიდი კლუბია, საკუთარი ისტორიითა და საფეხბურთო ტრადიციებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ დიდი ქართული ოჯახის წევრი გავხდი. ​ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიშის გამართვა მოვასწარი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, რომ „დინამოში“ კარგი პერიოდი მექნება და გულშემატკივარს ჩემს საუკეთესო თამაშს ვუჩვენებ“, – ამბობს ანტონ ჩიჩკანი.