„დინამო თბილისმა“ ლიდერობა დაიბრუნა - იმერული დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ლიდერობა დაიბრუნა - იმერული დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. საგურამოს „ლოკო არენაზე“ „დინამო თბილისი“ ლიგიდან გავარდნილ „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გოლები ანზორ მექვაბიშვილმა (6) და ლაშა ოდიშარიამ (79) გაიტანეს.

გაცილებით დაძაბული გამოდგა ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ – „სამგურალისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ იმერული დერბი 2:2 დაასრულდა.

ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს – ლაშა შერგელაშვილმასამგურალს“ მე-17 წუთზე გაუტანა. მაგრამ 45+1-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 59-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დანიშნული პენალტით „ტორპედოს“ ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ დააფიქსირა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს 2:2.

ეროვნულ ლიგაში გამართული 33-ე ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ (75) ბათუმის „დინამოს“ (73) გაასწრო და ლიდერობა ისევ დაიბრუნა. „სამგურალი“ (53) მესამე ადგილზეა, მას სამი ქულით ქუთაისის „ტორპედო“ (50) ჩამორჩება.