„დინამო თბილისმა“ კიევის „დინამოსთან“ მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ კიევის „დინამოსთან“ მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ უკრაინის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა.

ანდრეს კარასკომ თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მისცა. მეორე ტაიმში მეტოქეებს კოკისპირულ წვიმაში მოუხდათ თამაში. ამის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელების შემადგენლობაში ბევრი 18-19 წლის ფეხბურთელი იყო, მეტოქეს არაფერი დაუთმეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფიზიკური მომზადებით ცნობილ კიეველებს კარასკოს გუნდი ამ კომპონენტში არაფრით ჩამოუვარდებოდა.

რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.


„დინამო თბილისი“ – „დინამო“ კიევი 0:0


დინამო თბილისი“ (სასტარტო შემადგენლობა): მაქაცარია, აკპუჯე , კალანდაძე, მაისურაძე, ლოპესი, საიმონი, რომანოვსკი, ლომინაძე, სიხარულაშვილი, სანტისი, აკილა.

სათადარიგოები: გოგნაძე, უგრეხელიძე, სალუქვაძე, კვერენჩხილძე, ჰარუნა, შუქუროვი, იობაშვილი, გოცირიძე.