„დინამო თბილიმა“ 22 წლის განელი ფორვარდი, ჯონ არტური დაიმატა – ინფორმაციას კლუბსი პრესსამსახური ავრცელებს.
„პორტუგალიურ შეკრებაზე „დინამო თბილისის“ რიგებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა – გუნდის მაისურს 22 წლის განელი ფორვარდი, ჯონ არტური მოირგებს. თავდამსხმელმა კლუბთნ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა“.
„დინამო თბილისის“ ახალწვეული განის საფეხბურთო აკადემია „გამბინო სტარს აფრიკის“ აღზრდილია – საფეხბურთო ცენტრის, რომელიც Red Gold Football-ის, მიუნხენის „ბაიერნისა“ და „ლოს ანჯელესის“ ერთობლივი პროექტია. თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა.
ჯონ არტური ტანმაღალი (187 სმ) ცენტრალური თავდამსხმელია, რომელმაც კარიერა „გენტის“ 21-წლამდე გუნდში დაიყო, შემდეგ კი პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდებში, „ტორეენსესა“ და „ფელგუეირასში“ გამოდიოდა.