„დინამო თბილისმა“ „გაგრას“ მეკარე კერესელიძე დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მეკარე დავით კერესელიძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისმა“ დავით კერესელიძის ტრანსფერის გამოსყიდვის თაობაზე საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ შეთანხმებას მიაღწია. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ თბილისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

დავით კერესელიძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, ამის შემდეგ „გაგრას“ შეუერთდა და კლუბის ღირსებას სამი სეზონი იცავდა. 2020 წელს კერესელიძემ „გაგრასთან“ ერთად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო, რაშიც თავად დიდი როლი ითამაშა და ევროპის კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, დავით კერესელიძე სხვადასხვა დროს საქართველოს 17-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი გახლდათ.