„დინამო თბილისმა“ გაგი მარგველაშვილი დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ გაგი მარგველაშვილი დაიმატა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გაგი მარგველაშვილი დაიმატა, – ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაგი მარგველაშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გაგი მარგველაშვილი ბოლო ორი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მარგველაშვილი თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც შვიდი სეზონი ჩაატრა, ერთი წელი კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.

მარგველაშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. გამოცდილი მცველი საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელია.