„დინამო თბილისმა“ ევროთასების წინ განაცხადი წარადგინა - ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდმა აფრიკელი ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT
უეფა-ს ვებგვერდზე „დინამო თბილისის“ განაცხადი გამოქვეყნდა, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლისთვის წარადგინა.
„დინამოს“ განაცხადში მოხვდა ორი ახალი მოთამაშე და ორივე აფრიკელია. პირველი ახალწვეულია ჯოზეფ აიენჯოკი, 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც თავისი ქვეყნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა.
მეორე ახალწვეული 21 წლის კოტდივუარელი ფლანგის შემტევი მუსა ბაბა სანგარე გახლავთ. ის ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა.
„დინამო თბილისის“ განაცხადი:
მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: ნიკოლოზ მალი, ალექსანდრე კალანდაძე, ჯემალ ტაბიძე, თემურ გოგნაძე, ლუკა ლაქვეხელიანი, დავით კობოური, გაგი მარგველაშვილი.
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ჯოზეფ აიენჯოკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, იმრანე ულად ომარი, ოთარ აფციაური, გიორგი ხარაიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, ზორან მარუშიჩი, ბარნს ოსეი, უსმანის კამერა, მუსა ბაბა სანგარე.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონს, „ასტანას“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა „ასტანა არენაზე“ 12 ივლისსაა დაგეგმილი, საპასუხო მატჩი 19 ივლისს თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.