„დინამო თბილისმა“ „დილა“ გაანადგურა და ლიდერის პოზიციაზეა
„დინამო თბილისმა“ „დილა“ გაანადგურა და ლიდერის პოზიციაზეა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა. „დინამო-არენაზე“ „დინამო თბილისმა“ გორის „დილა“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

თბილისელებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს. გიორგი ქიმაძის გადაცემა ლევან კუტალიამ დააგვირგვინა. 29-ე წუთზე ნიკა ნინუას გადაცემით ნოდარ ქავთარაძემ ისარგებლა, ხოლო 57-ე წუთზე კუტალიამ დუბლი ისევ ქიმაძის პასით შეასრულა. 87-ე წუთზე სტუმართა კარი აკაკი შელაიამ აიღო, საბოლოო ანგარიში კი ერთ წუთში განელმა ლეგიონერმა კვამე კარიკარიმ დააფიქსირა – 5:0 „დინამო თბილისის“ სასარგებლოდ.

„დინამო თბილისმა“ 51 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (49 ქულა) გადაასწრო, „დილა“ კი 27 ქულით ისევ მერვე პოზიციაზეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები სამი დღეზე გადანწილდა:

პარასკევი, 30 აგვისტო

„ლოკომოტივი“ – „სიონი“

20:00 საათი; მიხეილ მესხი 2 – თბილისი

შაბათი, 31 აგვისტო

„ტორპედო“ – „ვიტ ჯორჯია“

17:00 საათი, 26 მაისი – წყალტუბო

„რუსთავი“ – „დინამო ბთ“

20:00 საათი, ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

კვირა, 1 სექტემბერი

„საბურთალო“ – „ჩიხურა“

20:00 საათი, მიხეილ მესხი – თბილისი.