„დინამო თბილისმა“ „დილა“ დაამარცხა – „სამგურალმა“ „თელავს“ აჯობა #1TVSPORT

23:14, 03.10.2025

ეროვნული ლიგის მესამე წრე თბილისსა და წყალტუბოში გამართული თამაშებით დასრულდა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა დაძაბა.

„დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მე-10 წუთზე მასპინძლებს ბარნს ოსეი გაუძევეს, გუნდმა ჩემპიონატის ლიდერს ღირსეული ბრძოლა გაუმართა. მასპინძლები 45-ე წუთზე 18 წლის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა აბდულაი იორომ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+9-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააფიქსირა.

წყალტუბოში, ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო და 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში მე-60 წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანიმ გაიტანა.

ამ შეხვედრებით მესამე წრე დასრულდა, რომლის შედეგადაც სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

ადგილი  გუნდი 
1 დილა 27 19 2 6 42-25 59
2 იბერია 1999 27 16 8 3 43-19 56
3 დინამო თბ 27 12 9 6 36-21 45
4 ტორპედო 27 12 7 8 39-31 43
5 დინამო ბთ 27 9 9 9 30-34 36
6 გაგრა 27 9 6 12 28-36 33
7 სამგურალი 27 8 5 14 37-37 29
8 თელავი 27 6 7 14 24-44 25
9 გარეჯი 27 4 12 11 25-32 24
10 კოლხეთი 1913 27 4 7 16 23-48 19

მსგავსი