„დინამო თბილისმა“ დაადასტურა - აბუაშვილი „პორტუს“ მოთამაშეა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ დაადასტურა - აბუაშვილი „პორტუს“ მოთამაშეა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი პორტუგალიის გრანდ „პორტუში“ ჩაირიცხა, – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი გიორგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიის გრანდ – „პორტუში“ გააგრძელებს. დინამოსა და „პორტუს“ შორის მოლაპარაკება დასრულდა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აბუ „პორტუში“ 47 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ჩვენი კლუბის აკადემიის გამართულ მუშაობას ევროპული გრანდები აკვირდებიან და ეს ტრანსფერიც ამის მორიგი დასტურია. წარმატებას ვუსურვებთ აბუს მომავალში და ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი მალე ეროვნული ნაკრების ფორმასაც მოირგებს“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

გიორგი აბუაშვილი 2003 წლის 8 თებერვალსაა დაბადებული. 18 წლის ფეხბურთელი ფლანგის თავდამსხმელია, იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი 2019 წელს 16 წლსი ასაკში ჰქონდა.