„დინამო თბილისმა“ ბოსნიელი მცველი დაიმატა და მორიგი ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ბოსნიელი მცველი დაიმატა და მორიგი ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე უკრაინულ რივნესვერესს“ შეხვდა. მოწინააღმდეგე გუნდის თხოვნით, ტესტმატჩი დახურული იყო – უკრაინელებმა 2:0 მოიგეს.

კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამბიელი ფეხბურთელები აბდულაი ნჯიე (მცველი) და ალბერტაუა გომესი (გარემარბი) სინჯებზე იმყოფებიან – მათზე სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მიიღებს.

ამას გარდა, „დინამოს რიგებს 26 წლის ბოსნიელი ცენტრალური მცველი ნუმან კურდიჩი შეუერთდა. მან გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კურდიჩი „სარაევოს“ აღზრდილია, საფეხბურთო კარიერა ამ გუნდში დაიწყო.

თბილისელთა ახალწვეული სხვადასხვა დროს „ნოვი პაზარის“, „კუკეშის“, „ბრიუსელის“, „არაზის“, „კაუნასისა“ და „რაფსანჯანის“ რიგებში გამოდიოდა. ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.