„დინამო თბილისმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ სანაკრებო პაუზის დროს „სამტრედიასთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორეში სამი გოლი გავიდა. ანგარიში ზუსტი თავურით ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, ლეო ასუნსეუმ გახსნა. მეორე გოლი „სამტრედიას“ კარში მისმა თანამემამულემ, კაუა დოს სანტოსმა გაიტანა, ხოლო მესამე გოლი ჯონ არტურის ანგარიშზეა.
მეორე გოლის ავტორის, კაუა დოს სანტოსის თაობაზე გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. „დინამო თბილისის“ პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელ გარემაბთან კონტრაქტი მალე გაფორმდება.
ამ შეხვედრაში „დინამოს“ ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდა. ლადო კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მარტს „დინამო არენაზე“ საგარეჯოს „გარეჯთან“ ჩაატარებს.