„დინამო თბილისმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენაზე“ ტესტ-მატჩი „ლოკომოტივთან“ გამართა და 4:2 დაამარცხა.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი მოთამაშის გამოძახების გამო, „დინამოს“ შემადგენლობა გადახალისებული იყო და ანდრე კარასკომ ახალგაზრდული გუნდის წევრები ათამაშა – თემურ გოგნაძე, ლუკა წულუკიძე, შოთიკო კვერენჩხილაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ნიკა ქოქოსაძე, ასევე ვატო არველაძე, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს.

„დინამოს“ რიგებში ვატო არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გაგი მარგველაშვილისა და უსმანე კამარას ანგარიშზეა. „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან თავი ბექა ხარაიშვილმა და ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო თბილისი“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

„დინამო“ – „ლოკომოტივი“ 4:2

„დინამო“: კერესელიძე, გოგნაძე, მარგველაშვილი, ლოპესი, ლაკვეხელიანი, უგრეხელიძე, ხარაიშვილი, არველაძე, სანგარე, ბუშნია, მარუშიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: მალი, კვერენჩხილაძე, იენჯოკი, წულუკიძე, სიხარულაშვილი, კამარა, ქოქოსაძე, სხირტლაძე