წყალბურთი | „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა და უნგრეთში მიემგზავრება (ფოტო)

16:14, 12.12.2020

წყალბურთის კლუბი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე სეზონისთვის ემზადება. გუნდმა საქართველოში უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა და ბუდაპეშტში გაემგზავრება, სადაც რთული მატჩებისთვის მოემზადება.

საქართველოს ჩემპიონი B ჯგუფში მოხვდა, სადაც კიდევ 5 კლუბია: „იადრან ჰერცეგი“ (მონტენეგრო), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) და „ბრეშა“ (იტალია). პირველ შეხვედრას დინამო 15 დეკემბერს ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის „ბრეშას“ წინააღმდეგ ჩაატარებს

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის გუნდს რევაზ ჩომახიძის ნაცვლად გელა ტუკვაძე მოამზადებს. კლუბი დატოვა რამდენიმე მოთამაშემ: ბორის ცრეპულიამ, ფაბიო ბარალდიმ, ნიკა შუშიაშვილმა და ხვიჩა ჯახაიამ, მათ ნაცვლად „დინამო თბილისში“ ჩაირიცხნენ გამოცდილი წყალბურთელები – სერბი მსოფლიოს თასის მფლობელი დუშან ვასიჩი და მონტენეგროელი თავდამსხმელი იოვან სარიჩი.

დინამოს ჯგუფური შეჯიბრების თარიღი

B ჯგუფი, (ბუდაპეშტი, 15-17 დეკემბერი)

15 დეკემბერი – დინამო-ბრეშა

16 დეკემბერი – ბარსელონიტა-დინამო

17 დეკემბერი – დინამო-იადრანი

„დინამოს“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი