„დინამო თბილისის“ სპორტული დირექტორი - მარუშიჩმა უზბეკეთში წასვლით მოქმედი ხელშეკრულება ცალმხრივად დაარღვია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ სპორტული დირექტორი - მარუშიჩმა უზბეკეთში წასვლით მოქმედი ხელშეკრულება ცალმხრივად დაარღვია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ზორან მარუშიჩი უზბეკეთში გადავიდა, რამაც თბილისურ კლუბში სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით „დინამო თბილისის“ სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც სერბი თავდამსხმელი ფიფა-ს წესების დარღვევაში დაადანაშაულა:

„დინამო თბილისი“ ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია „დინამოსთან“ არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფა-ს საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – განაცხადა ალექსანდრე რეხვიაშვილმა.

თბილისელთა სპორტული დირექტორის თქმით, კლუბი სამართლებლივ დავას დაიწყებს: 

„დინამო თბილისმა“ ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „დინამო თბილისმა“ შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო”.

ამავე დროს, „დინამომ“ მიმართა მედიასაშუალებებს:

 „მოგიწოდებთ, კლუბში მიმდინარე ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ „დინამო თბილისის“ პრესსამსახურთან“.