„დინამო თბილისის“ შემადგენლობა ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ შემადგენლობა ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ამსტერდამის „აიაქსთან“ ლეგენდების მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

თბილისური კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის გრანდის ლეგენდები საქართველოს დედაქალაქს 19 ოქტომბერს ეწვევიან. მატჩი „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„დინამო თბილისის“ ლეგენდების შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ლორია.

მცველები: კახაბერ ცხადაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, შოთა კაშია, გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ბესიკ ბერაძე, ნიკა ჭანტურია.

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნემსაძე, მიკელ ალვარო, გიორგი მერებაშვილი.

თავდამსხმელები: ალექსანდერ იაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი დემეტრაძე, სანდრო იაშვილი, არჩილ არველაძე.

მწვრთნელები: გია გეგუჩაძე, კახა კაჭარავა.