„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე ჩეხურ კლუბში გადავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ცოტნე ბერელიძე „ვიაგემ უსტი ნად ლაბემში“ ჩაირიცხა, – ინფორმაციას ჩეხური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„თავდაჯერებული თამაშის სტილის წყალობით ცოტნემ „ქართველი გატუზოს“ მეტსახელი დაიმსახურა. კეთილი იყოს შენი მობრძანება უსტიში!“ – ვკითხულობთ ჩეხური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, 20 წლის ქართველმა მოთამაშემ, რომელიც პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია, კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ცოტნე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2024 წელს დააწინაურეს, სეზონის დასაწყისში კი იჯარით წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა. ბერელიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.