„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი ანდრეს კარასკო დაინიშნა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი ანდრეს კარასკო დაინიშნა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, ამიერიდან კი პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ დაიწყო, იგი 12 წლის განმავლობაში „ლა მასიაში“ მუშაობდა. სხვადასხვა დროს კარასკო „მალაგას“ 16-წლამდელთა და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

კარასკოს ასევე უმუშავია ესპანური „საბადელის“, ავსტრალიური „ვესტერნ სიდნეი უონდერერსისა“ და თურქული „ქარაბუქსფორის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

„დინამო თბილისში“ დაბრუნებამდე კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგაზე მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ თბილისში წაგების (0:1) შემდეგ დედაქალაქური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა თანამდებობა დატოვა.