„დინამო თბილისის“ კაპიტანი - შეკრებაზე ძლიერ გუნდებს შევხვდით #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ კაპიტანი - შეკრებაზე ძლიერ გუნდებს შევხვდით #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ თურქულ შეკრებასა და მოახლოებულ სეზონზე გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

„მთლიანობაში გუნდის მდგომარეობას რაც შეეხება, ფიზიკურად უკეთეს ფორმაში ვართ პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც ასევე თურქეთში გავიარეთ. ეს ორი კვირა ჩავიარეთ და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორ კონდიციაში შევიდოდით და სამუშაოებს რამდენად კარგად შევასრულებდით.

ეს პერიოდი გავლილია და ახლა დავიწყეთ თამაშის დახვეწა, რათა ჩვენი ტაქტიკა და კომბინაციები უკეთეს დონეზე ავიყვანოთ. ამავე დროს, ბევრი ახალი მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ ვინც დაგვემატა, გუნდს უნდა მოერგონ.

შეკრებაზე დარჩენილია კიდევ რამდენიმე მატჩი ძლიერ გუნდებთან. აქამდეც ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშეთ – „ცრვენა ზვეზდას“, „ლუდოგორეცს“, „დნიპროს“. საკმაოდ კარგი და საინტერესო მატჩები გამოვიდა და ბევრი რაღაც ვისწავლეთ“, – ამბობს დავით სხირტლაძე.

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე შემდეგ მატჩს კონფერენს-ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილესთან, ლიეტუვის ჩემპიონთან – ვილნიუსის „ჟალგირისთან“ გამართავს. შეხვედრა პირველ თებერვალს 18:30-ზე გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი გუნდის YouTube-არხზე იხილავთ.