„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქში“ ითამაშებს #1TVSPORT

ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს – ინფორმაცია „დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

„„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

21 წლის მცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი ეროვნულ ლიგაში 2023 წელს ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

უგრეხელიძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

21 წლის ნიჭიერი ქართველი მცველის ფასი „ტრანსფერმარკტზე“ 350 ათასი ევროა.