„დინამო თბილისის“ კაპიტანი - 19 ივლისს ყველას გელოდებით სტადიონზე, შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელები #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ კაპიტანი - 19 ივლისს ყველას გელოდებით სტადიონზე, შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელები #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელიც თბილისურმა გუნდმა სტუმრად ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანასთან“ 1:1 დაასრულა.

„ასტანა არენაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები მე-11 წუთზე აბატ აიმბატოვმა დააწინაურა. საბოლოო ანგარიში „დინამომ“ 58-ე წუთზე 18 წლის ნახევარმცველის, გაბრიელ სიგუას გოლით დააფიქსირა.

„მოგესალმებით. პირველი მატჩი დასრულდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. 19 ივლისს გელოდებით ყველას „დინამო არენაზე“, შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელები“, – ამბობს „დინამო თბილისის“ კაპიტანი დავით სხირტლაძე.