"დინამო თბილისის" ბოლო შეხვედრა ფიბა ევროპის თასზე
"დინამო თბილისის" ბოლო შეხვედრა ფიბა ევროპის თასზე

საკალათბურთო კლუბი “დინამო თბილისი“ დღეს ფიბა- ევროპის თასის ბოლო შეხვედრას გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თურქულ “ისთანბულს“ უმასპინძლებს.

დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის გასული 5 მატჩი წააგეს, შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს და 6 დეკემბერს ბოლო ტურის მატჩს ითამაშებენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თურქულ კლუბთან სტამბოლში 1 ნოემბერს ითამაშა და 52:72 დამარცხდა.

ამ შეხვედრას სტამბოლელთათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მართალია, თურქულ კლუბს ჯგუფიდან გამსვლელ 2 გუნდში ადგილი დაბევებული აქვს, თუმცა „დინამოსთან“ წარმატების შემთხვევაში, აქვს შანსი, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეს. არანაკლებ პრინციპულია ეს მატჩი თბილისური კლუბისთვის, რომელიც ფიბა ევროპის თასზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

„დინამო თბილისისა“ და „ისთანბულის“ შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
მატჩზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.