„დინამო თბილისის“ აკადემიამ რაჭაში საფეხბურთო ფესტივალი გამართა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიამ რაჭაში საფეხბურთო ფესტივალი გამართა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ რეგიონებში არსებულ საფეხბურთო სკოლების ფილიალებში მორიგი ფესტივალი ჩაატარა – ამჯერად გუნდის წარმომადგენლები რაჭას ესტუმრნენ.

საფეხბურთო კლუბი „რაჭის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დინამოს“ აკადემიის ორგანიზებული საფეხბურთო ტურნირი ამბროლაურში, ფეხბურთის ფედერაციის სპორტკომპლექსში (აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედანი) გაიმართა, თბილისურ კლუბს კი პროექტის მენეჯერი, გია ისიანი წარმოადგენდა.

რაჭის რეგიონის გარდა, 12-წლამდელ ფეხბურთელთა ფესტივალში იმერეთის რეგიონის გუნდების 200 ბავშვი მონაწილეობდა.

„დინამო თბილისმა“ საფეხბურთო ტალანტების აღმოჩენის მიზნით, საფეხბურთო სკოლების ფილიალები ჯერ თბილისში გახსნა, შემდეგ კი რეგიონებში – დღეისათვის პროექტში 28 რეგიონია ჩართული.