„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი - იმედია, ახალგაზრდულ ლიგაზე კიდევ უფრო წინ წავიწევთ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით გელაშვილმა კომენტარი გააკეთა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „ზრინსკისთან“ გამარჯვებაზე (3:0).
„ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მიხარია, რომ „დინამომ“ ეს ეტაპი პირველად გადალახა. მადლობა მინდა გადავუხადო მოთამაშეებს და სამწვრთნელო სტაფს იმ დიდი შრომისთვის, რომლითაც აქამდე მოვედით.
მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და გაგვამხნევა. იმედი მაქვს, ამ წარმატებას შემდეგ ეტაპზეც გავიმეორებთ და კიდევ უფრო წინ წავიწევთ“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს კვიპროსში ლარნაკას აეკ-თან გამართავს, საპასუხო შეხვედრა თბილისში 5 ნოემბერს გაიმართება.