„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეზე საქართველოში „აიაქსის“ ლეგენდები ჩამოვლენ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდები ჩამოვლენ – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 19 ოქტომბერს თბილისს ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების გუნდი ესტუმრება. მატჩი Sports Orient-ის ორგანიზებით დაიგეგმა. „დინამოს“ სპონსორი ქომაგებისთვის კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„დინამოს“ და „აიაქსის“ ლეგენდების შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს TKT.ge-ზე დაიწყება – ბილეთის ფასი 10, 15, 20, 25 და 30 ლარი იქნება.