„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე „შკუპისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე „შკუპისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონს, სკოპიეს „შკუპის“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

ბალკანელების შემადგენლობაში იყო გაგი მარგველაშვილი, რომელმიც ერთი წლის წინ ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 26 წლის ცენტრალური მცველი გუნდს ბოლოს კაპიტნობდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ბალკანელებმა შანსები უკეთ გამოიყენეს – 2:0.

მატჩის მიწურულს გუნდებს გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ პენალტები ვერ გამოიყენეს. „შკუპის“ მესამეჯერ მეტოქის კარის აღება თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეეძლო, მაგრამ ლუკა კუტალაძემ ბურთი მოიგერია. ორ წუთში კი პენალტი ჩრდილომაკედონიელების კარშიც დაინიშნა, მაგრამ უსმანე კამარამ ბურთი კარს ააცილა.

დინამო თბილისი: კერესელიძე, ხვადაგიამნი, კალანდაძე, კობოური, მაისურაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, უგრეხელიძე, კამარა, მარუშიჩი, ოდიშარია;

სათადარიგოები: კუტალაძე, მაქაცარია, მალი, ულად-ომარი, ნზაბა, ტაბიძე, ოსიყმაშვილი, გონსალვეში, ლაცაბიძე, სიგუა, სხირტლაძე, იობაშვილი, პარკაძე.