„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ლუგანსკის „ზორიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ლუგანსკის „ზორიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა ლუგანსკის „ზორიასთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გუნდი სწრაფად დაწინაურდა – გოლი მე-7 წუთზე დენის ანტიუხმა გაიტანა. თბილისელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 48-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ დავით სხირტლაძემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი მეკარემ მოიგერია.


„ზორია“ (ლუგანსკი, უკრაინა) – „დინამო თბილისი“ 1:0


გოლი: 1:0 ანტიუხი (7).

გამოუყენებელი პენალტი: სხირტლაძე (48, მეკარემ მოიგერია)

„დინამო“ (სასტარტო შემადგენლობა): ბერუაშვილი, აკპუჯე, უგრეხელიძე, ლოპესი, მაისურაძე, საიმონი, ბერელიძე, რომანოვსკი, სიხარულიშვილი, სანტისი, სხირტლაძე.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას „დინამო თბილისი“ ლატვიურ კლუბთან გამართავს – ანდრეს კარასკოს გუნდის „ვალმიერას“ დაუპირისპირდება.