„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა - ხვადაგიანი ისრაელში დაბრუნდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე გასამგზავრებელი მოთამაშეების განაცხადი წარადგინა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, სტეფან სიკაჩი;
მცველები: ლეო ასუნსეუ, ირაკლი იაკობიძე, მათე შათირიშვილი, შოთა დიაკონიძე, საბა ხარებაშვილი, ბოგდან პოტალოვი, გელა სადღობელაშვილი;
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ცოტნე ბერელიძე, ბარნს ოსეი, ნიკა ნინუა, სანდრო ფეიქრიშვილი;
თავდამსხმელები: გიორგი ლომთაძე, თეიმურაზ ოდიკაძე, ვახტან სალია, თორნიკე მორჩილაძე, მათე ვაწაძე, ირაკლი სირაძე, ვასილიოს გორდეზიანი.
შეკრებას ტრავმის გამო ნოდარ ლომინაძე და ვაკო გვილია გამოაკლდნენ. სიაში არც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი საბა ხვადაგიანია. „დინამოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მცველს საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ნეთანიის „მაკაბიში“ დაბრუნდა.
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს და 8 ივლისს – „რიზესპორს“, ხოლო 12 ივლისს „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდება.