„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე „ბოჰემიანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე „ბოჰემიანსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა პრაღის „ბოჰემიანსთან“ გამართა და 0:3 დამარცხდა.

ჩეხეთის პირველი ლიგის მეცხრე ადგილზე მყოფ გუნდთან მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისელთა მეტოქემ უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა – 49-ე წუთზე ანგარიში მატიას კოზაკმა გახსნა.

76-ე წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩეხების ნახევარმცველმა, მარტილ ჰალამ ზუსტად შეასრულა, ხოლო 82-ე წუთზე კოზაკმა დუბლი შეასრულა  – 3:0.

„დინამო თბილისი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 4 თებერვალს უკრაინის წარმომადგენელთან, ლუგანსკის „ზორიასთან“ გამართავს.