„დინამო თბილისი“ „სპორტინგი II“-თან დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ „სპორტინგი II“-თან დამარცხდა #1TVSPORT

პორტუგალიურ შეკრებაზე „დინამო თბილისმა“ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლადო კაკაშვილის გუნდი ლისაბონის „სპორტინგის“ დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ფლავიო გონსალვეშმა გაიტანა.

„დინამოს“ შემადგენლობაში სინჯებზე იმყოფება ფლანგის ბრაზილიელი შემტევი ადრიან სეზარი, რომელიც 19 წლისაა და სამშობლოში „ფლუმინენსეში“ ასპარეზობდა. თბილისურ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი საბა ხვადაგიანი. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად განაგრძობს.

პორტუგალიური შეკრების მესამე ამხანაგური მატჩი პირველ თებერვალს შვეიცარიულ „კრიენსის“ წინააღმდეგ გაიმართება.

„სპორტინგი II“ – „დინამო თბილისი“ 1:0

„დინამო“: სიკაჩი, კალინი, იაკობიძე, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, აფციაური, კანკავა, პაშკო, არტური, სალია, მორჩილაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, გვასალია, წულაია, ბერელიძე, ჩიქოვანი, გოცირიძე, ანდრე.