„დინამო თბილისი“ „პაიდესთან“ მატჩისთვის ემზადება - სკოლის მოსწავლეებს სტადიონზე sCool Card-ით დაუშვებენ #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ „პაიდესთან“ მატჩისთვის ემზადება - სკოლის მოსწავლეებს სტადიონზე sCool Card-ით დაუშვებენ #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ ესტონურ „პაიდესთან“ მატჩისთვის ემზადება. პირველ შეხვედრაში თბილისელები მეტოქეს „დინამო არენაზე“ 7 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო 14 ივლისს ესტონეთში ეწვევიან.

„დინამო“-„პაიდეს“ მატჩის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. კონფერენციის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში უკვე შესაძლებელია, მატჩის დღეს კი სალაროები 10:00 საათიდან იმუშავებს. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

სკოლის მოსწავლეებმა უფასო ბილეთის მისაღებად სალაროში უნდა წარმოადგინონ sCool Card და პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მოწმობა (ან პირადობა ან პასპორტი ან დაბადების მოწმობა) და მათთვის წინასწარ გამოყოფილ, აღმოსავლეთ ტრიბუნის 26-ე სექტორში განთავსდებიან.

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ ევროტურნირნირებზე სხვადასხვა წლებში სამჯერ შეხვდა ესტონურ გუნდეს და სამივეჯერ დაამარცხა.

დინამო – ტვმკ ტალინი 5:1 (ორი მატჩის ჯამში)

დინამო – ლევადია ტალინი 2:1 (ორი მატჩის ჯამში)

დინამო – ფლორა ტალინი 2:1 (ორი მატჩის ჯამში)