„დინამო თბილისი“-„ნეფთჩის“ მატჩს ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“-„ნეფთჩის“ მატჩს ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება #1TVSPORT

7 ივლისს „დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას თბილისში გამართავს. საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის წარმომადგენელს, ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლებს.

ცნობილი გახდა უეფა-ს გადაწყვეტილება – საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონების დაპირისპირებას ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი დავიდ ფუქსმანი გახლავთ. მას ასისტენტობას ნატი დოტანი და მათითიაჰუ იაკობოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იდან ლეიბა იქნება.

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ბაქოს „ნეფთჩის“ 7 ივლისს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა კი 14 ივლისს ბაქოში შედგება.

„დინამოსა“ და „ნეფთჩის“ წყვილში გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება. წყვილში დამარცხებული კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფასმაქაბისა“ და ალმათის „კაირათს“ შორის წაგებულს შეხვდება.